Friday, April 16, 2010

სიცოცხლე, რომელიც უსასრულოდ გრძელდება

სახელწოდება: ,,სიცოცხლე, რომელიც უსასრულოდ გრძელდება”

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებსა და მასალებს გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები იკვლევენ და მუშაობენ გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებაზე.

ამ თემის არჩევა განაპირობა მოსწავლეთა დაინტერესებამ, რომლებმაც შეისწავლეს რჩეულიშვილის ნაწარმოებები: ,,უსახელო უფლისციხელი,”,,ალავერდობა,”,,მუნჯი ახმედი და სიცოცხლე” და ,,ნელი ტანგო.”

სამშობლოსა და ერის სიყვარული, მეგობრისადმი თავდადების გრძნობა, ტრადიციებისადმი ერთგულება, ვაჟკაცობა, მწვერვალების დაპყრობის სურვილი და ტალღებთან შერკინება - ეს ის თვისებებია, რომლებიც გახდა მთავარი მიზეზი ამ თემის არჩევისა.

ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს გურამ რჩეულიშვილის ექვსტომეულიდან, გაეცნობიან სხვა მწერალთა მოსაზრებებს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციებს, არის თუ არა თარგმნილი გურამის ნაწარმოებები სხვა ენებზე.

მოსწავლეები კვლევის პროცესში გაეცნობიან მწერლის დღიურებს, ჩანაწერებს, ავტოგრაფებს, ჩანახატებს მისი არქივიდან, პირად წერილებსა და სურათებს საოჯახო ალბომიდან.

მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტიდან, გადმოიწერენ ფილმს, რომელიც შექმნილია მისი მოთხრობის მიხედვით (ალავერდობა), გააკეთებენ სლაიდ-შოუს საოჯახო ალბომიდან და ჩანახატებიდან, შეარჩევენ მუსიკას ფონისათვის. იმსჯელებენ, რამდენად შეესაბამება მისი ჩანახატები გურამის სულიერ სამყაროს და შექმნიან ბლოგს.

მეხუთე კლასის მოსწავლეები დადგამენ ინსცენირებას მწერლის მოთხრობის ,,უსახელო უფლისციხელის” მიხედვით და მოაწყობენ ექსკურსიას მარშუტით: თბილისი-უფლისციხე-თბილისი.

მოსწავლეთა ასაკი: მე-5 კლასი, მე-11 კლასი

ვადები: 2010 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით.

პროექტის შესაძლო აქტივობები:

1. შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება.

2. პრეზენტაციების მომზადება წინასწარ დავალებულ მასალაზე

3. ინტერნეტში არსებული ინფორმაციების მოძიება

4. ექვსტომეულიდან საოჯახო ფოტოებისა და ჩანახატების გამოყენებით სლაიდ-შოუს მომზადება

5.ინტერნეტიდან ფილმის (,,ალავერდობა”) გადმოწერა და ჩვენება

6.ბლოგის შექმნა

პროექტის შესაძლო შედეგები-პროდუქტები: მოსწავლეები გაეცნობიან იმ ადამიანის ბიოგრაფიას, რომელიც ლეგენდასავით შემოვიდა ქართულ მწერლობაში და იმ ხანაში, როდესაც კომუნიზმის მძიმე მარწუხებში მრავალი შემოქმედი იყო მოქცეული, გურამმა ფრთა გაშალა და მცირე დროში შექმნა არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა.

,,წერა, ვნება, ძიება, შექმნა, სწრაფვა, არდაოკება და არდასვენება”- მწერლის ეს მოწოდებები სასიკეთო გავლენას მოახდენს მოსწავლეებზე, რომლებიც მთელი ენერგიით შეუდგებიან ამ თემაზე მუშაობას და დარწმუნდებიან, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.”

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, დამოუკიდებლად ინფორმაციების მოძიების, პრეზენტაციების მომზადების, ჯგუფში მუშაობის და ურთიერთშეფასების უნარ-ჩვევები. ისინი დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

სარგებლობა სხვებისათვის: პროექტის შედეგებს გაეცნობიან ის მოსწავლეებიიც, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართულები ამ საქმეში. გარდა მოსწავლეებისა, პროექტის გაცნობა შეუძლიათ მასწავლებლებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

სამუშაო ენა: ქართული

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი საშუალებას იძლევა პედაგოგმა არჩეული ღონისძიებები დააკავშიროს კონკრეტულ საგანთან ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

პროექტის ფასილიტატორი: მანანა ჩხეიძე, 178-ე სკოლა

ფასილიტატორის ელფოსტა: mchkheidze178@gmail.com

Sunday, March 14, 2010